“საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება “ურთიერთობათა ნორმალიზების მიზნით” აყენებს გარკვეულ მოთხოვნებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

თუ მართლაც “ნორმალიზაციაზე” ვსაუბრობთ, ამისთვის გეგმა არსებობს:

1. გაათავისუფლეთ ციხიდან და დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი;

2. შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს;

3. შეწყვიტეთ აგრესორის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში.

შემდეგ ურთიერთობის ნორმალიზება მარტივად მოხერხდება.” – დაწერა არახამიამ.

11 მარტს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა უკრაინის ხელისუფლებისადმი მიმართვა, რომელშიც ნათქვამი იყო: “უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”.

უკრაინის მმართველი ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია საკუთარ ტელეგრამ-არხზე საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნას გამოეხმაურა.