ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შრომის ინსპექციას ექნება დამატებით ბერკეტი და ლეგიტიმური უფლება, დახუროს ობიექტი, თუ ის ვერ აკმაყოფილებს პანდემიის პერიოდში უსაფრთხოებისთვის დაწესებულ შესაბამის მოთხოვნებს.
“შრომის ინსპექცია არ აჯარიმებს ადამიანებს, შრომის ინსპექცია მუშაობს მხოლოდ იურიდიული პირების დაჯარიმებაზე, ეს არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლები. ჩვენ დღესდღეობით გვაქვს აქტიური მონიტორინგი და უკვე 100-ზე მეტი ობიექტი გვყავს დაჯარიმებული.
რიგ შემთხვევებში, განმეორებითი შემოწმების შემთხვევაშიც, ვერ აკმაყოფილებდნენ იმ საჭირო ზომებს, რომლებიც მითითებულია ჩვენი მხრიდან; რიგ შემთხვევებში იყო ბევრად უფრო მკვეთრი დარღვევები და დღესდღეობით შრომის ინსპექციამ შეიძინა კიდევ დამატებით ბერკეტი, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი ვერ აკმაყოფილებს განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც იმ საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია ჩვენი მხრიდან, მას ექნება უკვე ლეგიტიმური უფლება რომ დახუროს ობიექტი”, – განაცხადა მინისტრმა.