საქართველოს მე–4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტვიტერზე წერს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
“ოპოზიცია ამტკიცებს და დამკვირვებლები ადასტურებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ ოპოზიცია დაეთანხმება მოწოდებებს და შევა პარლამენტში, ეს გაყალბების ლეგიტიმაცია არ იქნება?”, – წერს მარგველაშვილი.
Opposition claims and observers confirm that GVote20 elections were rigged. If opposition concurrs with the calls and enters parliament, wouldn’t that legitimize fraud?
— Giorgi Margvelashvili (@MargvelashviliG) November 25, 2020
ცნობისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ისინი ასევე ითხოვენ საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.