ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ნაციონალურმა შეიძლება ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, თუ ქართული ოცნება დაბრუნდება შეთანხმებაში.
“იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ დაბრუნდება შეთანხმების ჩარჩოებში, „ნაციონალური მოძრაობა“ იმსჯელებს მიუერთდეს თუ არა დოკუმენტს. გააჩნია პირობას. თუ ერთადერთი შემზღუდავი ფაქტორი ამ ყველაფერში “ნაციონალური მოძრაობაა“, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს ამ დოკუმენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავხდებით ამ პროცესში „განხეთქილების ვაშლი“ და ბუნებრივია, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, მაგრამ „ქართული ოცნება“ უპირველეს ყოვლისა უნდა დაუბრუნდეს ამ შეთანხმების ჩარჩოებს, რაზეც ეჭვი მეპარება
ჯერჯერობით „ქართული ოცნებიდან“ ვერანაირ სიგნალს ვერ ვხედავ, გარდა ვითარების გაუარესებისა, რომ ის აპირებს ამ შეთანხმების ჩარჩოებს დაუბრუნდეს. განცხადებები, ჩვენ რაც გვესმის, სრულიად არაადეკვატურია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.