სამშაბათი, 26 ნოემბერი , 2024, 23:50

თუ “ოცნება” 43%-ს ვერ აიღებს, მოვახდენთ ზეწოლას, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები – კუბილიუსი

თუ “ქართული ოცნება”, ადგილობრივ არჩევნებზე 43 პროცენტს ვერ დააგროვებს, ევროკავშირი მოახდენს ზეწოლას, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს – ამის შესახებ,  ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, მიხეილ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ გვსურს ვიხილოთ შემდეგი: ის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ, უნდა შესრულდეს. ეს არის საფუძველი შემდგომი ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოში უნდა გადაიდგას. თუ “ქართული ოცნება” ამ არჩევნებში ვერ დააგროვებს 43%-ს, მაშინ ევროკავშირი ზეწოლას მოახდენს მასზე, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, როგორც ამ შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული. ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლოდროს განვითარებული მოვლენებით. 2019 წლის დეკემბრის შემდეგ, როცა ბოლოს ვიყავი საქართველოში, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შანსი რომ საქართველო ამ კრისიზიდან გამოგვეყვანა, ჯერ იყო 8 მარტის შეთანხმება, შემდეგ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება მაგრამ ორივე შემთხვევაში ყველაეფერი წარუმატებლად დასრულდა. ვწუხვარ რომ ბევრს კარგავს საქართველო პროევროპულ გზაზე. ეს ქვეყანა ადრე ლიდერი იყო, ახლა კი ლიდერია პრობლემების რაოდენობით. ამ კონფლიტის მოგვარებას სჭირდება, ქართველების გაბედულობა და ძლიერი ლიდერები, რადგან ამ გზის გაგრძელება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სწორედ ეს ვუთხარით მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა გვესმის ჩვენ რომ მას სურს სამშობლოში დაბრუნება მაგრამ გვგონია რომ ამ ეტაპზე ეს კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. – ამბობს კუბილიუსი.