“მე შემდგომი პროცესის ჩემეული ხედვა წარმოვადგინე, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების უფლება უნდა ჰქონდეს და არა ის, რომ არც კი მიიყვანეს [პროცესზე]. ვისთანაც კონტაქტი მქონდა, უმრავლესობა ეთანხმება ამ ყველაფერს, პირდაპირ გეტყვით. არ არის აუცილებელი, რომ ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ერთიანი იყოს. ჩვენ სხვადასხვა პარტიები ვართ. მაგრამ თუ დავინახავ ქართული ოცნების მხრიდან რაღაც გადადგმულ ნაბიჯს, რომ დეესკალაცია მოხდეს სიტუაციის, დამერწმუნეთ, რომ ოპოზიციის მხარეს მე დავითანხმებ. ბევრ რამეზე დავითანხმებ. ყოველ შემთხვევაში ის კრიტიკული სიტუაცია არ იქნება, თუ გადაიყვანენ ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში, რაც არის დღეს.

რაც თქვა ბაქრაძემ, რომ იქ არ გაიმართოს აქციები, დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობაც არ წავა წინააღმდეგი და ამ პასუხისმგებლობას აიღებენ მისი ლიდერები. დაველაპარაკებით ამაზე, დაარღვევენ? პასუხს მოვთხოვთ”

ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე პალიტრანიუსის ეთერში.