თუ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია შევა, ჩათვალეთ რომ არ ექნება ლეგიტიმაცია. აცხადებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი.მისი თქმით, ძალიან გაუჭირდება ასეთ პარლამენტს როგორც ქვეყნის მართვა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა.
“თუ ხელისუფლებას ამის იმედი აქვს, რომ კომფორტი ექნება, ნუ ექნება ამის იმედი. თუ ისე წავიდა პროცესები, რომ მარტო აღმოჩნდა პარლამენტში, ასეთი პარლამენტი და ასეთი ხელისუფლება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ წინ გველის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, ეპიდვითარების დამძიმება სერიოზულად, ამ პირობებში მმართველობის შენარჩუნება იქნება ძალიან ძნელი. მე არ მინდა რომ ეს სცენარი ვნახო, რადგან ეს სცენარი ქვეყნისთვის იქნება ძალიან მძიმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცხელ თავებს გაიგრილებენ ადამიანები და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას. თუ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია შევა, ჩათვალეთ რომ არ ექნება ლეგიტიმაცია. ძალიან გაუჭირდება ასეთ პარლამენტს როგორც ქვეყნის მართვა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა. ამიტომ ხელისუფლებასაც ვურჩევ გონს მოეგოს, რაც დაშავდა, ის უნდა გამოსწორდეს და ჩაწყნარდეს ეს კრიზისი”, -განაცხადა “დღის კურიერში” თამარ ჩუგოშვილმა.