“უკვე 2 წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ ეს უმარტივესი რაც არის, როგორმე ყველამ [პირბადე] ვატაროთ. ხო ციფრებს გეუბნებით, ჩვენ რომ ყველა ვიყოთ სოლიდარული და პირბადე დღეს ყველამ ვატაროთ, ანუ 90%-მა, 95%-მა მოსახლეობის, ჩვენ იანვრამდე დავზოგავთ კიდე, დაახლოებით, 200-300 ადამიანის სიცოცხლეს, მარტო ამით. ხომ შეიძლება ეს შევიგნოთ და გავითავისოთ, გავაკეთოთ?! მარტო ის, რომ მე თქვენ დაგადგეთ თავზე და გინდა თუ არა დაგაჯარიმო, დაგიჭირო, არ მუშაობს ბატონო ეს”
თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.