რაც შეეხება შეწყალებას. მე არ ვიცი, მისი მამამისზე ძალადობის საქმე გრძელდება თუ არა. თუ გრძელდება, ამ საქმეზე თუ შეიწყალებს, კარგი იქნება, რომ შვილმა მამა დაჭრა – ალბათ, იქნებით საქმის კურსში. პოლიციელებთან დაკავშირებით რაც შეეხება – მე ვფიქრობ, რომ თუ ქალბატონი სალომე იმ ადამიანს შეიწყალებს, ვინც ჩვენს გმირ პოლიციელებს ცეცხლმოკიდებული მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, ეგზისტენციალურ შეცდომას დაუშვებს.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხზე.