საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი მმართველი გუნდის, თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას Twitter-ზე ეხმაურება.
იან კელი ტვიტში კობახიძის განცხადებას ციტირებს: “საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ უსაფრთხოებაზე” და საპასუხოდ წერს, რომ “თუ პუტინის ოპონენტი არ ხარ (როგორც სობოლი და გუდკოვი), ასეთ შემთხვევაში უკან, რუსეთში დაგაბრუნებთ”
https://t.co/AIbBngcPcY
“Georgia is open for any person, a citizen of any country, regardless of ethnicity, and has a responsibility to … protect their safety.”Unless you’re an opponent of Putin (like Sobol & Gudkov), in which case we’ll send you back to Russia.
— Ian Kelly (@ikelly731) March 4, 2022