თუ პუტინის ოპონენტი არ ხარ [როგორც სობოლი და გუდკოვი], რუსეთში დაგაბრუნებთ – იან კელი კობახიძეს

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი მმართველი გუნდის,  თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას Twitter-ზე ეხმაურება.

იან კელი ტვიტში კობახიძის განცხადებას ციტირებს: “საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ უსაფრთხოებაზე” და საპასუხოდ წერს, რომ “თუ პუტინის ოპონენტი არ ხარ (როგორც სობოლი და გუდკოვი), ასეთ შემთხვევაში უკან, რუსეთში დაგაბრუნებთ”