“რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში გრძელდება.ჩვენ შეიძლება ვიყოთ გაოგნებულები მისი სისასტიკით, მაგრამ არა გაკვირვებულები. რუსეთი მსგავსი აგრესიით მოქმედებდა ბოლო რამნდენიმე წლის განმავლობაში, ნატო და მისი მოკავშირეები კი ფლობდნენ ზუსტ ინფორმაციას საკუთარ დაზვერვაზე დაყრდნობით. მრავალი თვის განმავოლობაში ვცდილობდით, რომ რუსეთი დიპლიმატიაში ჩაგვერთო და ომის დაწყებამდე რამდენიმე დღის წინ, ზუსტად ამ ტრიბუნიდან გავაფრთხილე პუტინი, რომ უფსკრულის პირას იდგა. მაგრამ მიუხეავად ჩვენი მოწოდებებისა, მან ომის დაწყება არჩია. ახლა პუტინი არ აწყობს გეგმებს მშვიდობის მისაღწევად. ის აწყობს გეგმებს უფრო მეტი აგრესიისთვის. ახალი შეტევებისთვის. არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ მან თავის ამბიციებზე უარი თქვა. ბევრი თვლის, რომ ჩვენ მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება მოიცავს იმის რისკს, რომ მოხდება ესკალაცია. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: რისკისგან სრულიად თავისუფალი ვარიანტები არ არსებობს, მაგრამ ყველაზე დიდი რისკია, თუ პუტინი მოიგებს. თუ ის მოიგებს, ეს იქნება სიგნალი როგორც მისთვის, ასევე სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ უნდა დაიწყო ომი, თუ გინდა მიაღწიო შენსას”,
განაცხადა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.