„ქალბატონო ხათუნა, მთელი დღეა გისმენთ და სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი, არგუმენტი ვერ გავიგე, რატომ გინდათ კომისიის შექმნა, ერთადერთი, რასაც ლოგიკურად ვხვდები ისაა, რომ ჩავარდნილი აქციების შემდეგ, ბოლო 9 აპრილის აქციისთვის, რომ მთელი თვე ემზადებოდით რადიკალური ოპოზიცია და შემდეგ მარტო ჩემს ხაბეზე გადატეხეთ [ჯოხი],ეგ იყო ავტორიო, თორემ ჩვენ რა შუაში ვართო და გაემიჯნეთ…. თუ რეალურად საქმე გაინტერესებდათ თქვენ და დანარჩენ რადიკალებს, შეგეძლოთ ქალბატონი ელჩი დაგებარებინათ და გეკითხათ, ქალბატონო ელჩო, კონკრეტული არგუმენტები მოგვეცით, რომ ჩვენ გაგვიადვილდეს შემდეგ მუშაობა. არა, თქვენ ეს არ გაინტერესებთ, თქვენ გინდათ, უბრალოდ მორიგი შოუ დადგათ, რომ ამ რადიკალურმა ოპოზიციამ ცოტა სახე შეინარჩუნოთ, მოსახლეობას დაანახოთ, რომ თითქოს მუშაობთ.

ქალბატონო ხათუნა კითხვა მაქვს პირადად თქვენთან, გეგმავთ თუ არა, რომ შეისწავლოთ ადეიშვილის დროინდელი სასამართლო სისტემა და თქვათ, რომ მაშინ ტირანია იყო სააკაშვილის ხელმძღვანელობით და იქიდან უნდა დავიწყოთ შესწავლა?“,

ასე მიმართა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ დეპუტატ ხათუნა სამნიძეს და აღნიშნა, რომ „ვერ მიხვდა“ რა არის საგამოძიებო კომისიის შექმნის არგუმენტი.