„ერთადერთი, რაც უნდა ვივარაუდოთ, ეს არის ბოლო ხავსი, რომელსაც უნდა მოებღაუჭოს, ჩაეჭიდოს რადიკალური ოპოზიცია მისი ევროპელი დამკვეთების გეგმის შესასრულებლად. იმისათვის, რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ, უნდა მივხვდეთ იმას, რაც დაგვანახა ამ საქმემ- არის აბსოლუტურად ამაზრზენი პროპაგანდა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ იყო პირდაპირ აწყობილი, შეთანხმებული, ორკესტრირებული, სადაც BBC-ის თავისი როლი ჰქონდა, ევროპარლამენტს თავისი როლი ჰქონდა, სხვადასხვა ევროპელ პოლიტიკოსებს თავისი როლი და ქართველ რადიკალებს თავისი როლი ჰქონდათ. ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც შესრულდა BBC-ის, ევროპარლამენტის, ქართველი რადიკალების და მათი მედიის ხელით.[…] რაც მთავარია, ითქვა: არსებობს კიდევ რაიმე კითხვები ამასთან დაკავშირებით? მზად ვართ, ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას ყველა ეს მასალა ვაჩვენოთ და მოვიდნენ ეს საერთაშორისო ინსტიტუციები, თუ რაიმე კითხვა არსებობს, რატომ არ მოდიან?ეს იყო გარედან დადგმული სცენარი. ამიტომაც იყო, ერთი წლის თავზე დაიწყეს მოძიება, „რომელი მოვიწამლეთ, ვის გვქონდა იმ დღეს თავის ტკივილი და მაღალი წნევა“. რატომ დაიწყეს ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი მოიხარშა საზღვარგარეთ. მიიღეს დავალება, რომ ახლა უნდა ატყდეს ამბავი“
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა BBC-ის საგამოძიებო მასალაზე დასმულ შეკითხვას.















