“თუ რომელიმე ჯგუფის მიზანი პროვოკაციულია, თავი უნდა შეიკავონ”- ასე ეხმაურება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, “პრაიდის კვირეულს”. ამის შესახებ, მდინარაძემ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.
“თუ ნებისმიერი განსხვავებული, თუ არაგანსხვავებული, თუ რომელიმე ჯგუფის კონკრეტული აქტივობა ემსახურება არა ვიღაცის უფლების დაცვას, მის გაუმჯობესებას, მისი ხარისხის აწევას, არამედ, პროვოკაციულ მიზნებს, მე პირადად და ჩემი გუნდის წევრების უმრავლესობას ასევე მიაჩნია, რომ ასეთი აქტივობები დამაზიანებელია და ასეთი აქტივობებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს”, – თქვა მდინარაძემ.