“თუ რურუას საქმეს არ შეეხო, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების “გასაპრავებლად”- ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, თუ ამნისტიის კანონის ინიციატივა გიორგი რურუას არ შეეხება, მაშინ ეს იქნება ინიციატივა საკუთარი ცოდვების “გასაპრავებლად”.
“მე მინდა შევახსენო, რომ ნებისმიერი ამინისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონო ტარების მუხლს, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლევი. თუ ასეთ რამეებსაც შეიძლება ეს არ შეეხოს, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების გასაპრავებლად”, – განაცხადა მან.