“ერთი ხელით ის [მიხეილ სააკაშვილი] თითქოს გვესაუბრება შერიგებაზე, რაც, ასევე, ჩანს, რომ მეორე მხარეს იძახის, რომ ამ ხელისუფლებასო მიჰყავს დაღმართში, თითქოს, სახელმწიფოო და დასავლეთს დააშორაო და რუსეთს ემსახურებიანო, ანუ, გამოდის ამაშიც არათანმიმდევრულები არიან. ჯერ ერთი, რუსეთს თუ ვინმე ემსახურებოდა ამ სახელმწიფოში, სწორედ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ემსახურებოდა და ეს შედეგები კარგად ჩანს, ვინ მოემსახურა რუსეთის ინტერესებს ამ ქვეყანაში, მაგრამ თუ მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ რუსეთისკენ მიგვყავს ქვეყანა და დასავლეთს დავაშორეთ, ვითომ, საქართველო, მაშინ ჩვენთან შერიგება რას ნიშნავს, ანუ რატომ გვირიგდებიან? ვის ურიგდებიან? მოდი, ამაზეც დავსვათ რიტორიკული შეკითხვა. მეორე, თან უნდათ შერიგება, თან აწყობენ აქციებს, თან ყოველდღიურად ვისმენთ უმძიმეს ცილისწამებას და შეურაცხყოფას პარტიული ტელევიზიებიდან”

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე იმედის ეთერში.