“თუ რუსეთი ამ ხაზს გადაკვეთს, ეს მისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. ამერიკა და მისი პარტნიორები მათ მკაცრ პასუხს გასცემენ. ჩვენ ძალიან კონკრეტულად და მკაფიოდ ავუხსენით რა შედეგები შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. ეს განმარტებები პირადი არხებით გაკეთდა. რაც შეეხება სანქციებს, დამატებითი სანქციები იქნება, მათ შორის იმ ორგანიზაციების და კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთაა, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ საომარ მანქანას ან მხარს უჭერენ ამ ე.წ. რეფერენდუმებს ან აძლიერებენ რუსეთს”

აცხადებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი.