“ამ სიტუაციის მოგვარებაში ბელარუსის როლის გათვალისწინებით, აქ უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა მომხდარის შესახებ და განვმარტო ჩვენი პოზიცია და მიღებული გადაწყვეტილებები. როცა რუსეთში მოვლენების განვითარება დაიწყო, მე გავეცი ბრძანება ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფილიყო. [ბელარუსის] შეიარაღებული ძალები, მათ შორის პოლიცია და სპეცრაზმი, სრულ მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილი.

არავითარ შემთხვევაში დაგვიძახოთ გმირები არც მე, არც პუტინს და არც პრიგოჟინს, რადგან სიტუაცია გაგვექცა და შემდეგ გვეგონა, რომ მოგვარდებოდა, თუმცა არ გამოვიდა პრობლემის გადაწყვეტა და ორი ადამიანი, რომელიც ფრონტზე იბრძოდა, ერთმანეთს შეეჯახა. აქ არ არიან გმირები…ჩემი პოზიციაა, რომ თუ რუსეთი დაინგრევა, ჩვენ ყველა ნანგრევების ქვეშ მოვყვებით, ყველანი დავიხოცებით”,

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 23-24 ივნისს რუსეთში მომხდარ სამხედრო არეულობაზე ისაუბრა.