კვირა, 19 მაისი , 2024, 15:46

თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს, ბერლინს დააბრალებენ – იშინგერი

“თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს [უკრაინაში], ნათელია, ვის დააბრალებენ – ბერლინს.

ეს უკიდურესად საშიშია გერმანიის როლისთვის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს – არც უკრაინის და არც მთელი ცენტრალური ევროპის შემთხვევაში.

წერს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილი თავმჯდომარე და გერმანიის ყოფილი ელჩი აშშ-ში, ვოლფგანგ იშინგერი Twitter-ზე. გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის მთავრობამ ბოლო ცხრა კვირის განმავლობაში უკრაინის სამხედრო დახმარება მინიმუმამდე შეამცირა.