ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“,

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შემთხვევაში, კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან, სანქციების საფრთხე შეექმნებათ. ამის შესახებ ამერიკის ხმას სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.