თუ სააკაშვილი უსმენდა ყველას და ეს იყო ცუდი, ივანიშვილი რომ უსმენს, კარგია? – ძიძიგური

“კონსერვატიული” პარტიის ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, სუს-დან გავრცელებული ფაილებიდან გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილიც იმავეს აკეთებს, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა – უსმენს ყველას.

“ჩემი რეაქციაც იყო ძალიან საშინელი შეცბუნება პირველ რიგში და მერე იმედგაცრუება. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც წინა ხელისუფლება უნდა წასულიყო, უსმენდა ყველას. ახლა როდესაც ეს ჩანაწერები ამოცვივდა ამ მასშტაბით, ეს იმას ნიშნავს, რომ იქაც მორღვეულია, უშიშროების სამსახურში. სააკაშვილის დროს უფრო იყო შეკრული ძალოვანები და არ გამოსულა.

თუ სააკაშვილი უსმენდა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიას, ბიზნესს, სასამართლოს, ბიზნესს, ყველას და ეს იყო ცუდი, საშინელება და საზიზღრობა, თუ იმავეს ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ეს კარგია? კიდევ უფრო უარესია”,– ამბობს ძიძიგური “კავკასიის” ეთერში.

მისივე განცხადებით, არ იცის, რა განსხვავებაა ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის.

“ისევ იქ მივედით, აი, წრეზე ვიარეთ და მივედით ისევ იქ. “,– აღნიშნავს ძიძიგური.