თუ საარჩევნო ბარიერზე არ იქნება საუბარი, ვიფიქრებ, ხელი მოვაწერო თუ არა – ჯაფარიძე

კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა 1 საათში დაიწყება. მოლაპარაკების დაწყებამდე “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ არც პესიმიზმის საფუძველი აქვს და არც ოპტიმიზმის.

მისი თქმით, არსებობენ პარტიები, რომლებისთვისაც წითელი ხაზი არ არსებობს და ნებისმიერ რამეზე მოაწერენ ხელს, თუმცა მისთვის წითელი ხაზია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები.

მანვე აღნიშნა, რომ ამას გარდა, მისთვის პრინციპული საკითხია საარჩევნო ბარიერის დაწევა.

“ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ბარიერის დაწევა. რამდენად იქნება ეს წითელი ხაზი, არ ვიცი, მაგრამ თუ ბარიერზე არ იქნება საუბარი, ვიფიქრებ, ხელი მოვაწერო თუ არა საერთოდ”,- თქვა ჯაფარიძემ.