ვინ უნდა გამოიძიოს, რომ მიმართავს. ჯერ ხომ გასაგებია, რამხელა სირცხვილია ასეთ სისულელეს რომ ლაპარაკობს ქვეყნის დე ფაქტო პრემიერმინისტრი. თუ მთელ ამ სამყაროს მასონები და ტამპლიერები მართავენ, ვინ უნდა გამოიძიოს. ხომ არ არსებობს მათთვის სანდო ორგანო, რომელიც ამას გამოიძიებს და ესენი იტყვიან, რომ ახლა ამათმა რაღაც შედეგი დადეს. ის, რომ ამას აკეთებს, ეს უკვე ძალიან სასაცილოა. ვარჰეისთან, ევროკომისართან ჩანაწერი უნდა აჩვენოს ვიღაცებს, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს. მე არ ვიზამდი მაგის ადგილას.