თუ საპატრიარქო [შერიგების] პროცესში ჩაერთვება, ვფიქრობ, წარმატებული იქნება – ალასანია

გიული ალასანია ეხმიანება მეუფე იაკობის განცხადებას, რომელმაც სურვილი გამოთქვა, შერიგების პროცესში საპატრიარქო ჩაერთოს.

მიხეილ სააკაშვილის დედის აზრით, თუ საპატრიარქო ჩაერთვება, პროცესი წარმატებული იქნება.

“ძალიან კარგი ინიციატივაა, ძალიან მომწონს. მოგეხსენებათ, საპატრიარქო ძალიან მაღალი რეიტინგით [სარგებლობს], საზოგადოების ძალიან მაღალი ნდობა აქვს, ასე რომ, თუ ამ პროცესში საპატრიარქო აქტიურად ჩაერთვება, მე ვფიქრობ, წარმატებული იქნება. არ გამოვრიცხავ [პატრიარქს ისევ შეხვდე], მე ყოველთვის სიამოვნებით შევხვდები პატრიარქს”,– თქვა გიული ალასანიამ.

მეუფე იაკობის თქმით, შერიგების პროცესი ეკლესიაში უნდა გაიმართოს, რადგან ეს ნიშნავს, რომ “ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით”.