“ვფიქრობთ, რომ ისინი მზად არიან განახორციელონ შეტევა, თუ ამის გაკეთება მოუნდებათ, ამიტომაც ჩვენ რეგიონში გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გვაქვს. ჩვენი გზავნილი ირანისთვის თანმიმდევრულია: ნუ გააკეთებთ ამას. ესკალაციის მიზეზი არ არსებობს. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად რეგიონული ომი დაიწყოს და მეორე, ჩვენ მზად ვიქნებით ისრაელის დასაცავად, თუ საქმე აქამდე მივიდა”,
აცხადებს ამის შესახებ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯონ კირბი.