”როცა ოლიგარქიაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი, მე მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური და მე არ ვაპირებ, რომ, მათ შორის, ფიზიკურად დავიხიო რამეზე უკან, ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენს წინ, არ გადავლახოთ. [შევვარდებით და ფიზიკურად გამოვიხსნით მიხეილ სააკაშვილს] კი, თუ საჭირო გახდა, ამასაც გავაკეთებთ. ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ, იმიტომ, რომ აქ კონკრეტულად მიშა სააკაშვილის ბედზე კი არ არის ლაპარაკი, საუბარი არის მიშა სააკაშვილის ბედზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე”.

ამბობს ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი TV პირველის ეთერში.