“რა თქმა უნდა, უკრაინას გამარჯვება შეუძლია. უკრაინამ უკვე მიაღწია ერთ-ერთ მთავარ სამხედრო მიზანს, არ ჩაუგდო ქვეყანა ხელში რუსეთს.[…]სწორედ ამიტომ აშშ-მ უნდა მიაწოდოს უკრაინას დახმარების პაკეტი, რომელიც სენატში მიიღეს, პალატამ კი უნდა დააჩქაროს და მიიღოს ეს კანონპროექტი.[…]ვხედავთ გარკვეულ შეფერხებებს, მათ შორის, უკანასკნელ დღეებში, რადგან უკრაინას არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალები ავდიივკას დასაცავად. მიუხედავად ამისა, უკრაინას კვლავ აქვს შესაძლებლობა ამ ომში გამარჯვების, თუ ჩვენ მივაწვდით შესაბამის იარაღსა და რესურსებს. ეს დამოკიდებულია ჩვენზე, აშშ-ზე და ჩვენს პარტნიორებზე, რათა შევასრულოთ ვალდებულებები”.

აცხადებს როვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი.