გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში მათ დახმარებას დაჰპირდნენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სახელმწიფო საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას შეეწინააღმდეგება, ამით საკუთარ თავს “დაღუპავს”.
„ამბავი გულთან ახლოს მიიტანეს, დეტალურად მოვუყევი ყველაფერი, რაც ხდება. ძალიან წუხან. იმედი მოგვცეს, რომ რაც შეუძლიათ დაგვეხმარებიან, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს. თუ სახელმწიფო FBI-ის ჩართვაში წინააღმდეგი წავა, თავის თავს დაღუპავს”, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.