„თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? თუ დამავიწყდა — როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს… მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო, თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა და გამოიყენა ფუნდამენტური უფლება, რისი წართმევაც აქამდე დაუშვებელი გვეგონა”
ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება ლატვიის სეიმის მიერ „სტამბოლის კონვენციიდან“ გამოსვლის მხარდაჭერას.
 
                
 
		













