თუ სურდათ, მოლაპარაკება შემდგარიყო, მელიას პატიმრობა წინაღობა არ უნდა ყოფილიყო – სარჯველაძე

ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას შეთანხმება სურდა, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი წინაღობად არ უნდა დაეყენებინა.

“აქ არსებობდა ძალა მოლაპარაკებების მაგიდასთან და ეს იყო ოპოზიციის რიგებში, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა განწყობა, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო და ეს სხვათაშორის იმთავითვე ცნობილი იყო და ამაზე ეჭვები გამოითქმებოდა.

ვითარება რომ შევაფასოთ, შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციული იყო დამოკიდებულება ყველა საკითხთან დაკავშირებით.  თუ მათი განწყობა იყო რეალურად საიმისოდ რომ მოლაპარაკება შემდგარიყო, რასაკვირველია, რომ მაგალითად ბატონი მელიას პატიმრობა წინაღობად არ შეიძლება არსებობდეს”,- თქვა სარჯველაძემ.