“თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა, ნუ აიფარებთ თვალებზე ხელს” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ქალაქისადმი გაკეთებული ვიდეო მიმართვისას.
“მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს – ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ. მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, იმ სიძლიერით რა სიძლიერითაც შეგიძლიათ”- განაცხადა ზელენსკიმ.