ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ თუ უმრავლესობა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებს, მისი ფრაქცია ბიკოტის რეჟიმში გადავა.
,,სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ დღეს პარლამენტის უმრავლესობა აპირებს კენჭი უყაროს პირველი მოსმენით აღნიშნულ კანონპროექტს. რამდენადაც, ეს კანონპიოექტი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დემორკატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, ჩვენი ფრაქცია იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში და დავტოვოთ პლენარულ სხდომათა დარბაზი. თუკი დღეს, პიველი მოსმენით, ქართული ოცნება დაამტკიცებს აღიშნულ ცვლილებას, ჩვენ იძულებულები ვიქნებით გავემიჯნოთ განხილვებს ხვალ და შესაბამისად გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში”,- განაცხადა ჯაშმა პარლამენტში გამოსვლისას.
მან ქართული ოცნების წევრებს მოუწოდა, რომ არ გარისკონ და მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტის დამტკიცებას, “რადგან თუნდაც ერთი საარჩევნო ოლქის ჩაკეტვა კორონავირუსის ეპიდსიტუაციის გართულების საბაბით, სერიოზულ კითხვებს გააჩენს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით”.
საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების კანონრპროექტს პარლამენტი ახლა განიხილავს.
მისი დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.