თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა – მეუფე იაკობი მელაშვილი-ილიჩოვას დაკავებაზე

“თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა”-  ეს განცხადება ბოდბის ეპისკოპოსმა, მამა იაკობმა გააკეთა. მან ასევე აღნიშნა,  რომ დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის, ხოლო რუქამ, რომელსაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა იყენებდნენ, საქმეში ბუნდოვანება შეიტანა.

“თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა. თუ აბრალებ ადამიანს, ეგ კიდევ უარესი. ჩვენ რასაც ვამბობთ, სულ ასე ხომ არ გვიჯერებენ, თუ რაღაც საბუთები არა აქვთ. პროკურატურის ნაცვლად ვერ გაგცემთ პასუხს. მამა კირიონმა შეიძლება მოითხოვა, რომ გარეჯის საკითხს წესიერად მიუდექითო, მაგრამ მერე გამოძიება წავიდა. ეკლესია არავის არ ვაჭერინებთ, კაცს თუ იჭერენ, თუ დამნაშავეა თავის გამო იჭერენ, თუ დამნაშავე არ არის,ეგეც გამოჩნდება. კომისიიდან ტყუილად ხომ არ ჩახსნიდნენ. ეს ტერიტორია არის საქართველოსი, ის რუქები რომელსაც ივერი და ის ქალბატონი იყენებდა, იყო ბუნდოვანება ტერიტორიებთან დაკავშირებით. პროფესიონალები არიან მაგრამ, განზრახვა არ ვიცი” – აცხადებს მეუფე.