აშშ–ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ტვიტერზე საქართველოს მოვლენებს კიდევ ერთ სტატუსს უძღვნის და წერს, რომ ამ ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველომ შესაძლოა დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგოს:
“როდესაც პრემიერმინისტრი პოლიტიკურ ოპოზიციას “ტერორისტებს” უწოდებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას პროპორციების აღქმა საერთოდ არ შეუძლია. თუკი ის (ირაკლი ღარიბაშვილი) პრემიერობის თანამდებობაზე დარჩება, ხოლო ოპოზიციის ლიდერი მელია კვლავ პატიმრობაში იქნება, შესაძლოა, საქართველოს მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა შესუსტდეს, რაც, ალბათ, ქვეყანას გარეგანი ზეწოლისგან დაუცველს დატოვებს…“– წერს უილიამ კორტნი.