თუ ყველა ამბობს, რომ ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები მოგვიანებით და არა ახლავე – ზელენსკი

“თუ ყველა ამბობს, რომ ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები მოგვიანებით და არა ახლავე”- ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. მისი თქმით, თუ ომი გარდაუვალია, საჭიროა, რუსეთს სანქციები დღესვე დაუწესდეს და არა მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეიჭრება.

“ვიცი, რომ ეს საკითხი არც თუ ისე სასიამოვნოა ნატოს რამდენიმე ან ზოგიერთი წევრისთვის, მაგრამ NATO-სთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა კონკრეტიკა, ჩვენ რაღაცის იმედი უნდა გვქონდეს.

როცა მარტო ხარ დარჩენილი ძალიან ძლიერი სახელმწიფოს პირისპირ, საკუთარ თავს კითხვას უსვამ, რა საჭიროა სანქციები მოგვიანებით, ვისკენ არს ის მიმართული, ეხება თუ არა საერთოდ ეს უკრაინას, სამწუხაროდ – არა. თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები მოგვიანებით და არა ახლავე.

ჩემი აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის შეჩერება, მაგრამ ეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე არ შეიძლება გაგრძელდეს”, – თქვა ზელენსკიმ.