თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა, უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა„ქრონიკას“ განუცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ციფრები, რომელიც ბოლო სამი-ოთხი დღეა გვაქვს, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შემზღუდავ ღონისძიებებს დავუბრუნდეთ.
„ჯანდაცვის სექტორი მომზადებულია და ადვილად აუვა 12,13-14 და 20 ახალ შემთხვევას, მაგრამ რთული იქნება, თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა 50-70 შემთხვევა. მაშინ უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.