თუ შემთხვევები ასე გაიზრდება, უახლოეს პერიოდში არც ერთი საწოლი არ იქნება თავისუფალი – რატიანი

“თუ შემთხვევები ასე გაიზრდება, უახლოეს პერიოდში არც ერთი საწოლი არ იქნება თავისუფალი”- აცხადებს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.

“დღიურად 5 000 ინფიცირებული, დაახლოებით, 15% საშუალოდ, თავსდება ჰოსპიტალურ სექტორში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, საწოლფონდის პრობლემა არ დგას, მაგრამ დადგება აუცილებლად თუ [შემთხვევები] ასე გაიზარდა, ამ ტემპით, და უახლოეს პერიოდში, ალბათ, საქართველოში არც ერთი საწოლი არ იქნება თავისუფალი.

ჩვენი კლინიკის მაგალითით მინდა გითხრათ, რომ ბოლო 12 დღეა, არც ერთი თავისუფალი ადგილი კლინიკას არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ცუდი ინდიკატორია.

რაც წინა პერიოდში მახსოვს და გადავხედე, ასეთი მაღალი ციფრით არცერთი ტალღა არ დაწყებულა. თუ ეს ტალღის დასაწყისია, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმომიდგენია რა იქნება პიკის ფაზაში”, — ამბობს ლევან რატიანი.