„შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება, მაგრამ გამკაცრებამდე ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი და რეკომენდაციები თუ არ გვინდა, რომ შეზღუდვები დაწესდეს ქვყანაში კვლავ. ეს რეკომენდაციებია გახლავთ 5, რასაც ხშირად ვასახელებთ: პირბადის ტარება – მიუხედავად იმისა, რომ გარეთ პირბადის ტარება სავალდებულო არ არის, გირჩევთ, რომ თუ რამდენიმე ადამიანი ერთად დაბრძანდებით, ყველას გვეკეთოს პირბადე გარე სივრცეშიც, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ შიდა სივრცეებში აუცილებელია. მეორე არის დისტანცია. მესამე რეკომენდაცია – თავი ავარიდოთ თავშეყრას.
ასევე, ჩვენი რეკომენდაცია იყო საბჭოზე და ამას კიდევ გავაჟღერებთ – იმართება კონფერენციები, სემინარები და ამ შეკრებებზე დავუშვათ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები. ეს არ არის ქართული ველოსიპედი, ეს ხორციელდება ბევრ ქვეყნებში და ჩვენც უნდა მივეჩვიოთ. არავინ არ არის წინააღმდეგი სემინარების ჩატარების, პირბადე უნდა ეკეთოთ, დისტანცია უნდა იყოს დაცული და მაგრამ აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ სემინარის მონაწილეები იყვნენ წინასწარ აცრილები, ისევე, როგორც სემინარის დამგეგმავები და ჩამტარებლები.
თუ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს და ავიცრებით, არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვები დაწესება, მაგრამ თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზარდა, მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე”
განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.