თუ ჩაგეძინებათ დემოკრატიის გზაზე, მეორე დღეს დიქტატურაში გაიღვიძებთ – ევროპარლამენტარი

“იბრძოლოთ დემოკრატიისთვის, რადგან თუ ჩაგეძინებათ დემოკრატიის გზაზე, მეორე დღეს დიქტატურაში გაიღვიძებთ”- განაცხადა ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრმა დეპუტატმა ტომას ზდეჩოვსკიმ. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო ჯგუფის წარმომადგენლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხვდებიან.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველომ მისი ევროპული ინტეგრაციის გზა გააგრძელოს. ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც დღეს აქ ვიმყოფებით და არჩევნებს ვაკვირდებით.   საქართველოს ოფიციალურ პირებთან  მოლაპარაკებების მთავარი თემაც ეს არის. შევხვდით საქართველოს პრემიერს და  დავაფიქსირეთ ძლიერი და მკაფიო პოზიცია რომ გვსურს საქართველოსთან  თანამშრომლობის გაგრძელება. არ გაჩერდეთ და იბრძოლოთ დემოკრატიისთვის, რადგან თუ ჩაგეძინებათ დემოკრატიის გზაზე, მეორე დღეს დიქტატურაში გაიღვიძებთ. მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ევროპულ მომავალს”, – თქვა ტომას ზდეჩოვსკიმ.