უდანაშაულოდ ვართ დატყვევებულები, ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე მოგვწყვიტეს ოჯახებს და ახლა იმის უფლებასაც არ გვაძლევთ, რომ სასამართლოზე ვნახოთ მშობლები. როგორი შეუგნებელი უნდა იყო ადამიანი, რომ შვილს მშობლების ნახვის უფლება არ მისცე. რა დააშავეს დედაჩემმა და მამაჩემმა, რომ ახლა თავის შვილს ვერ ნახულობენ სასამართლოზე. თუ ჩემს მშობლებს და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებს არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობას არ მივიღებ და მინდა, რომ დავტოვო დარბაზი.

3 დღის წინ გიორგი ანწუხელიძის მკვლელი, სეპარატისტი ოსი მოკლეს უკრაინელებმა. ის სეპარატისტი, რომლისთვისაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი გავალებდათ […] საინტერესოა, მოასწარით თუ არა ბოდიშის მოხდა მისთვის.

თქვა აქციების დროს დაკავებულმა რეზო კიკნაძემ სასამართლო სხდომაზე.