თუ ცის ჩაკეტვა ზედმეტია, გთავაზობთ ალტერნატივას, თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება – ზელენსკი კონგრესმენებს

“თუ ცის ჩაკეტვა ზედმეტია, გთავაზობთ ალტერნატივას, თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება ” – ასე მიმართა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს.

”რუსებმა უკვე ათასობით რაკეტა ესროლეს უკრაინას. ურიცხვი რაოდენობის ბომბი დამიზნებით ისროლეს, რომ ხალხი მოეკლათ. ამგვარი ტერორი ევროპას 80 წელია, არ უნახავს და ჩვენ ამაზე პასუხს მთელ მსოფლიოს ვთხოვთ. განა ზედმეტია, არასაფრენი ზონა მოვითხოვოთ?

თუ მართლა ზედმეტია, ალტერნატივას გთავაზობთ. იცით, როგორი თავდაცვითი სისტემა გვჭირდება, S300 და მსგავსი სისტემები… იცით, არტილერიაზე რამდენია დამოკიდებული.” – განაცხადა ზელენსკიმ.