„ზოგადად, რომ განვაზოგადოთ, თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი. თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერიც, მაგრამ 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე ვერ იძალადებს. მარტივად არის საქმე. ყველა კანონი, რომელიც მიღებულია და რომელიც საქართველოს პარლამენტშია დაინიცირებული, ეფუძნება ამ ლოგიკას.
თუმცა გაფრთხილების ვალდებულება გათვალისწინებულია კონსტიტუციით, კანონმდებლობით ყოველთვის იყო გათვალისწინებული არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომ შეიძლება გარემოებების გამო კონკრეტულმა უწყებამ მიუთითოს შეკრების სხვა ადგილზე ჩატარებასთან დაკავშირებით და ა.შ. ესეც არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი, ყველა ქვეყნის სტანდარტებთან. საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც გაზიარებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ყველა კანონს, რასაც ვიღებთ, ვიღებთ სწორედ, სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, ვიღებთ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. სხვანაირად ჩვენ არ ვმუშაობთ. ჩვენ გვაწუხებს ის, რომ 150 ადამიანი ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი 4 მილიონი ადამიანის წინაშე, რომ დავიცვათ მათი ინტერესები. საქმე მარტივადაა“
ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.















