“თუ წავაგებ, თმას მოვუშვებ ბ-ნ ირაკლი კობახიძესავით“–ნიკა მელია არჩილ თალაკვაძეს იმიტირებულ არჩევნებზე იწვევს

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა მელია პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხობს, რომელმაც რუსთავი2–ის ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციის მიზანი არჩევნების დელეგიტიმიზაციაა, რადგან ნორმალური საარჩევნო პროცესის პირობებში გამარჯვების შანსი არ აქვთ.

“პრაქტიკულად, ამ ორ პარტიას ერთი ლიდერიც კი არ ჰყავს, სხვებს კი თითზე ჩამოსათვლელი, რომელსაც შეუძლია მისვლა სოფელში, ქალაქში, რაიონში და ხალხის დარწმუნება, რომ მას მისცენ ხმა, იმიტომ, რომ ყველას ახსოვს ამ ქვეყანაში ეს ადამიანები რას აკეთებდნენ. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამ ქვეყანაში ან ბატონ ბოკერიას, ან ბატონ მელიას ვინმე პირადად მისცემს ხმას და აირჩევს?“– თქვა თალაკვაძემ.

ნიკა მელიამ მას ფეისბუქ სტატუსით უპასუხა:

“ბ-ნ თალაკვაძემ რუსთავი2-ის ეთერში – მელიას ხმას არავინ მისცემსო.

არჩილ თალაკვაძე Archil Talakvadze იმიტირებულ არჩევნებში დავეჭიდოთ, სადაც ცხოვრობ იმ კორპუსში + გვერდით ორ კორპუსშიც – (რეპრეზენტაცია რომ მაღალი იყოს).

თუ წავაგებ, სადმე ერთ დიდ ალუჩას მოვთხრი ბ-ნ ბიძინასავით და კორპუსის წინ ეზოში დაგირგავ, ან თმას მოვუშვებ ბ-ნ ირაკლი კობახიძესავით“– წერს ნიკა მელია.