”ჩვენ ვიმყოფებით წინა ხაზზე, თუ წამოვლენ შეტევაზე, კონტრშეტევაზე გადავალთ” – ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორმა, ზურაბ ჩიხელიძემ “მთავარ არხთან” განაცხადა.
“ჩვენ დირექტივები მიღებული გვაქვს დიდი ხანია, რომ მოწინააღმდეგის ქმედებებზე ჩვენ ადეკვატური პასუხები გვინდა და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ეს ყველაფერი კარგა ხანია მოქმედებს. ჩვენ ვიმყოფებით წინა ხაზზე იმის წინ შენ უკვე მოწინააღმდეგისთვის თვალი თვალში გაქვს გაყრილი და უყურებ როგორ იქცევა მოწინააღმდეგე და რას აკეთებს ის. თუ იმათმა რამე დაიწყეს, ისეთი რაღაცები გვაქვს მოფიქრებული, რომ პირიქით, თუ წამოვლენ შეტევაზე, კონტრშეტევაზე გადავალთ”, – ამბობს ზურაბ ჩიხელიძე.