„ჩვენი კოალიციური შეთანხმება უკვე არსებობს. ეს არ არის თეორიული, სამომავლო საუბარი. მიუხედავად იმისა, კოალიციაში მე 2 თუ 3 პროცენტი მაქვს, სხვას რამდენი აქვს, კოალიციური შეთანხმება შედგა. შედგა ისე, რომ მიუხედავად იმისა, უმრავლესობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ , სრული დომინაცია მაინც არ აქვს. ეს კოალიციური შეთანხმება შედგა „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან, რომლის ხედვაც არის აბსოლუტურად მყარი რწმენა კოალიციაში. ამის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას თანამდებობა არ უნდა – ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ამ მოცემულობაში ვარ მე კოალიციაში.
თუ პირობები შეიცვლება და მათ შორის ხალხი გადაწყვეტს, რომ არა, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს [ხელისუფლებაში] და არა მელია, არა ვინმე სხვა, მაშინ მე ამ პროცესის მონაწილე არ ვიქნები. მე ვიქნები ოპოზიციაში. ვიქნები წინააღმდეგი ასეთი განვითარების.
დღეს მე რასაც ხელს ვაწერ, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს არის ნიკა მელიას თავმჯდომარეობით კოალიციაში ყოფნა და იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას თანამდებობა არ უნდა.
მე ხელს ვუწყობ იმ კონფიგურაციას, რომელშიც ვმონაწილეობ. ეგრე მიხეილ სააკაშვილი რომ ციხიდან გამოვიდეს, მაგითაც ხელს ვუწყობ, მაგრამ უსამართლობის ხარჯზე მე არ მინდა, რომ ეს ხდებოდეს. მე ვამბობ, სად იცვლება ჩემი პოზიცია. მიხეილ სააკაშვილის მობრუნება რომ არ მინდა, ამას მე არ განვსაზღვრავ, ხალხი განსაზღვრავს. მინდა გითხრათ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ასე გააგრძელებს, უფრო და უფრო გაიზრდება შანსები, სხვათა შორის.
მე ვაცხადებ, რომ თუ ეს კოალიციური კონფიგურაცია იშლება, მაშინ მე ამის წინააღმდეგ ვიქნები”
ამბობს პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია პალიტრანიუსის ეთერში.