ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ე.წ. ლოკდაუნის ფონზე, ოპოზიციის აქციები გაგრძელდება.
მისი ინფორმაციით, განიხილება პროტესტის სხვადასხვა ვერსია.
“განვიხილავთ სხვადასხვა ვერსიას, მათ შორის აქციებსაც. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ “ლოკდაუნის” გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება და არ იქნება, ძალიან ცდება. ჩვენ ვიმსჯელეთ პირველი სხდომის თაობაზეც, როგორ შევხვდებით ჩვენ პირველ სხდომას. იქნება მუდმივი პროტესტი, მათ შორის მასშტაბური პროტესტებიც განიხილება, მაგრამ შევხედოთ მდგომაერეობიდან გამომდინარე”, — განაცხადა უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვები, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.