“გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა, რომელთა სამიზნეს ძირითადად კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. აქედან ექვსი ბალისტიკური რაკეტა იყო. უკრაინა მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნად რჩება, რომელზეც ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები ხორციელდება. ამჟამად არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც უნდა იყოს Patriot-ის ტიპის სისტემები. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვისზეც დამოკიდებულია უკრაინისთვის მათი მიწოდება, ერთ ღამეს თუ მაინც გაატარებენ ხარკოვში, ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული. მზად ვიქნები, გავყვე მათ”.
აცხადებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.