თქვა – მორჩა, ჯანსაღი კონკურენციის პირობებს ვაყენებ – დავითულიანი ივანიშვილზე

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჭარბი ავტორიტეტი პოლიტიკურ სივრცეში არაკონკურენტულ გარემოს ქმნიდა.

დავითულიანის მტკიცებით, პოლიტიკიდან წასვლით ივანიშვილმა ჯანსაღი კონკურენციის პირობები შექმნა.

“მისი ჭარბი ავტორიტეტი და ჭარბი რესურსები არაკონკურენტულ მდგომარეობას აყენებს, ხო?! რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენც, მმართველი გუნდი ვართ და ჩვენთვის, რეალურად, ფუფუნება იყო ამ ადამიანის ლიდერობა. იმიტომ, რომ რეალურად მას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი, დიდი რესურსები და დიდი შესაძლებლობები ბევრი სხვა მიმართულებით.

შესაბამისად, მმართველი გუნდის სხვა ლიდერებს და წევრებს იმდენი ბრძოლა არ უწევდათ ხო, რეალურად, ხელისუფლების მოპოვებისთვის. ამ ადამიანმა გამოაცალა ახლა ეს და თქვა — მორჩა, ჯანსაღი კონკურენციის პირობებს ვაყენებ, რაც გრძელ ვადაში დემოკრატიის განვითარებისთვის არის ბევრად უკეთესი”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა პალიტრანიუსის ეთერში.