”თქვენი აზრი არ არის საინტერესო ” – ამის შესახებ, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა მედიაზე საუბრისას განაცხადა.
”თქვენ უნდა აღწეროთ მოვლენები, ჟურნალისტებმა, ტელევიზიებმა, რაც ხდება, ის უნდა გააგებინოთ მოსახლეობას. თქვენი აზრი კი არ არის საინტერესო, რაც ხდება, ის არის საინტერესო, თქვენ ნეიტრალურები უნდა იყოთ და სამწუხაროდ, ასე არ ხდება. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქმნით რაღაც მიმართულებას, თითქოს პასუხია ცნობილი და ამ პასუხამდე უნდა მიიყვანოთ რაღაც და არ ხდება ასე. ამიტომ, სიძულვილის ენას და სიძულვილს ჩენ ყოველთვის ვემიჯნებით”- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.